ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აგვისტოში რუსი ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ მაჩვენებლებთან შედარებით 2.6%-ით გაიზარდა
14 სექტემბერი, 2022

აგვისტოში რუსი ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ მაჩვენებლებთან შედარებით 2.6%-ით გაიზარდა. გასულ თვეში საქართველოს საზღვარი რუსეთის 213 261-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 434.4%-ით აღემატება. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმ ქვეყნებს შორის საიდანაც ვიზიტორთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვებ-გვერდზეა განთავსებული.

რუსების გარდა, მნიშვნელოვანად არის გაზრდილი ისრაელის, ირანის და სომხეთის ვიზიტორების რაოდენობა. ისრაელიდან წელს მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, აგვისტოში კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს 1060.4%-ით მეტი ისრაელის მოქალაქე ეწვია. ირანიდან შემოსული ვიზიტორების მაჩვენებელი 751.1%-ით გაიზარდა, ხოლო სომხეთიდან 509.1%-ით.

TOP-15 ქვეყნის რეიტინგი ასეთია:

1. რუსეთი - 213 261, ზრდა - 434.4%;
2. სომხეთი - 138 471, ზრდა - 509.1%;
3. თურქეთი - 103 548, ზრდა - 197.2%;
4. საუდის არაბეთი - 41 913, ზრდა - 155%;
5. საქართველო (არარეზიდენტი) – 34 870, ზრდა - 50.8%;
6. ბელარუსი - 26 486, ზრდა - 96.3%;
7. ისრაელი - 24 125, ზრდა - 1060.4%;
8. უკრაინა - 19 838, კლება - 32.5%;
9. ყაზახეთი - 19 509, ზრდა - 59.6%;
10. აზერბაიჯანი - 16 623, ზრდა - 48.7%;
11. ირანი - 15 244, ზრდა - 751.1%;
12. გერმანია - 8 055, ზრდა - 76.4%;
13. პოლონეთი - 5 893, კლება - 15.3%;
14. ინდოეთი - 5 467, ზრდა - 77.2%;
15. უზბეკეთი - 4 823, ზრდა - 8.3%;

აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2022 წლის აგვისტოში 912 041 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები განხორციელდა, საიდანაც ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 742 247 შეადგინა. მიმდინარე წლის აგვისტოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 2021 წლის აგვისტოს მონაცემებს 135.8%-ით, 2020 წლის აგვისტოს მონაცემებს კი 1 586.6%-ით აღემატება, ხოლო პანდემიამდე 2019 წლის აგვისტოს ვიზიტების რაოდენობას 22.6%-ით ჩამორჩება და აღდგენა 77.4%-ია.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.