ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აიკრძალება თუ არა რუსეთში ქართული ღვინის იმპორტი? – КОММЕРСАНТЪ
28 ივნისი, 2019
აიკრძალება თუ არა რუსეთში ქართული ღვინის იმპორტი? – რუსული გამოცემა “კომერსანტი” რუსეთში დაწუნებულ ქართულ ღვინოსა და მიმდინარე პროცესებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
ჟურნალისტი სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მას შემდეგ, რაც “როსპოტრებნადზორმა” ქართული ღვინის ხარისხი დაიწუნა, რუსმა მაღალჩინოსნებმა სავაჭრო ქსელებიდან ქვეყნის მასშტაბით, ბაზარზე ქართული ალკოჰოლური სასმელის წილის შესახებ ინფორმაციის შეგროვება დაიწყეს. სურსათის მსხვილი კომპანიის მენეჯერები სტატიის ავტორთან საუბრისას აცხადებენ, რომ აღნიშნულ მონაცემებს “მინსელხოზი” ითხოვს.
“კომერსანტის” ინფორმაციითვე, სავარაუდოდ ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობა მხოლოდ პირდაპირი ავიარეისების აკრძალვით არ შემოიფარგლება და რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის იმპორტი ისევ აიკრძალება, რომელიც დღეის მონაცემებით, იმპორტის 17%-ს უკავია.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან ეს მოულოდნელი და პირველი რადიკალური საქციელი არ იქნება. პუტინს ქართული ღვინო პოლიტიკურ იარაღად არაერთხელ გამოუყენებია.
მოსკოვმა ქართული ალკოჰოლური სასმელი 2006 წელსაც აკრძალა. მაშინ ამტკიცებდნენ, რომ ქართულ ღვინოში პესტიციდები და მძიმე მეტალები აღმოაჩინეს. ამ აკრძალვამდე კი, რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტის 70% შეადგინა.
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.