ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Air Astana-მ ალმათიდან ბათუმის მიმართულებით სეზონური ფრენების განხორციელება დაიწყო
05 ივნისი, 2023

ყაზახეთის ავიაკომპანია Air Astana-მ ბათუმის მიმართულებით სეზონური ფრენების განხორციელება დაიწყო.

როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში აცხადებენ, Air Astana-მ მიმდინარე ზაფხულის სეზონზე, ალმათი-ბათუმი-ალმათის საჰაერო ხაზზე პირველი რეისი 2 ივნისს უკვე შეასრულა.

ფრენები ბათუმსა და ალმათას შორის, Airbus A320/A321 საჰაერო ხომალდებით კვირაში 5-ჯერ შესრულდება. უფრო კონკრეტულად რეისები შესრულდება ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.