ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Air Astana-მ ნურ-სულთანიდან თბილისის მიმართულებით რეისები განაახლა
07 ივნისი, 2022
COVID-19-ის პანდემიის შემდეგ პირველად, ყაზახურმა ავიაკომპანია Air Astana-მ ნურ-სულთანიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი ფრენები განაახლა. რეისები კვირაში სამჯერ, ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.

როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, ​ზაფხულის სეზონზე Air Astana, თბილისიდან ყაზახეთის ორი მიმართულებით (ალმატი, ნურ-სულთანი) ფრენებს კვირაში რვა სიხშირით შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ​Air Astana-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების ოპერირება 2012 წელს, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2021 წელს დაიწყო.
 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.