ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Air Astana-ს მიერ ყაზახეთსა და საქართველოს შორის რეგულარული ფრენების აღდგენის თარიღი უცნობია
26 თებერვალი, 2021

ყაზახური ავიაკომპანია Air Astana-ს მიერ ყაზახეთსა და საქართველოს შორის რეგულარული ფრენების აღდგენის თარიღი ამ დროისათვის უცნობია.

“ჩვენ ვგეგმავთ ფრენების აღდგენას, მაგრამ ეს საკითხი ყაზახურ მხარესთან ერთად უნდა გადაწყდეს. ეს გარკვეულ დროს მოითხოვს“, – განაცხადა AviaNews-თან საუბრისას სამხრეთ კავკასიაში Air Astana-ს გენერალურმა მენეჯერმა კამილა ჟაილაუბაევამ.

Air Astana-ს წარმომადგენელი დადებითად აფასებს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად 1 მარტიდან საქართველოში შემოსვლა ყაზახეთის მოქალაქეებს PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით შეეძლებათ. აქამდე ყაზახეთის მოქალაქეების შემოსვლა მხოლოდ კოვიდ-ვაქცინაციით იყო დაშვებული, ქვეყანაში ვაქცინაცია კი ჯერ არ დაწყებულა.

„ახალი გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, დადებითად იმოქმედებს მგზავრთნაკადზე  და საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე“, – განაცხადა ჟაილაუბაევამ.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.