ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Air Moldova კიშინეუდან თბილისის გარდა ბათუმის მიმართულებითაც იფრენს
01 დეკემბერი, 2022

მოლდოვური ავიაკომპანია Air Moldova კიშინეუდან თბილისის გარდა ბათუმის მიმართულებითაც იფრენს. როგორც ავიაკომპანიის facebook-ის  გვერდიდან განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, კიშინეუ-ბათუმი-კიშინეუ საჰაერო ხაზზე Air Moldova ოპერირებას 28 მარტიდან შეუდგება. კომპანიის ვებგვერდზე ბილეთების საძიებო სისტემაში კიშინეუ-ბათუმის მიმართულებაზე ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნულ მიმართულებაზე Air Moldova კვირაში 3 სიხშირით იფრენს.

თუმცა მანამდე ავიაკომპანიამ თბილისის მიმართულებაზე სიხშირეები გაზარდა და 2-ის ნაცვლად უკვე 4 სიხშირით ოპერირებს. აღნიშნულ მარშრუტზე ავიაკომპანია Airbus 319 ტიპის საჰაერო ხომალდით ასრულებს რეისებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვაში 17 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით სწორედ Air Moldova-ს რეისით ჩავიდა, რომელმაც თბილისი-კიშინეუ-თბილისის საჰაერო ხაზზე პირველი რეისი სწორედ 17 ოქტომბერს შეასრულა.

მოლდოვასა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 2022 წლის მაისიდან დაიწყო და შესაბამისი გადაწყვეტილებით, Air Moldova ფრენებს კიშინეუ-თბილისი-კიშინეუს მიმართულებით 2022 წლის 31 ოქტომბრამდე კვირაში ორჯერ, ხოლო, 2022 წლის ნოემბრიდან – კვირაში ოთხჯერ ასრულებს.

commersant.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.