ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Airbnb არ განათავსებს შეთავაზებებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან
13 თებერვალი, 2019

მსოფლიოში უმსხვილესმა ონლაინ-პლატფორმამ საცხოვრებელი ფართის მოკლევადიანი იჯარის დარგში Airbnb-მ უარი განაცხადა თავის საიტზე აფხაზეთიდან და ცხინვალიდან შემოთავაზებების განთავსებაზე.

პარალელურად კომპანიის მენეჯმენტი საიტიდან მოხსნის უკვე დანთავსებულ ვარიანტებს – ინფორმაცია ამის თაობაზე გამოქვეყნდა Airbnb-ს საიტზე.

რაც შეეხება ამის მიზეზებს, პლატფორმის ადმინისტრაციის განმარტებით, სახლები, რომლებიც მდებარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეთა შორის საკამათო თემას და მსგავსი ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლებელია, გამოიწვიოს დაძაბულობა.

ეს არაა პირველი ასეთი შემთხვევა – 2018 წლის ნოემბერში Airbnb-მ გააუქმა 200 -ზე მეტი განაცხადი, რომელიც დაკავშირებული იყო მდინარე იორდანის მარჯვენა სანაპიროსთან – ეს რეგიონი ებრაელებს და პალესტინელებს შორის არსებული კონფლიქტის ერთ-ერთი საგანია.

ამჟამად Airbnb-ს საიტზე განთავსებულია ინფორმაცია 191 ქვეყნის 81 000 ქალაქიდან, საიტის აქტიური მომხმარებლების რაოდენობა აჭარბებს 150 მლნ-ს.

2018 წლის დეკემბერში საიტმა გამოაქვეყნა ზამთრის სეზონის 19 ყველაზე მიმზიდველი ტურისტული მიმართულება, რომელთა შორის აღმოჩნდა ბაკურიანი.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.