ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Airbnb-ზე საქართველოში განთავსებული ბინების ფასი 30%-ითაა გაძვირებული
20 ივლისი, 2022

Airbnb-ზე პანდემიის შემდეგ საქართველოში განთავსებული ბინების ფასი თითქმის 30%-ითაა გაძვირებული,- ამის შესახებ Airbnb მენეჯმენტ კომპანია საქართველოში Wehost-ის დამფუძნებელი ნიკა ანჯაფარიძე აცხადებს. მისი განმარტებით, გაქირავების პლატფორმაზე, მხოლოდ თბილისიდან 12 ათასზე მეტი ბინაა წარმოდგენილი, ხოლო ბათუმიდან 14 ათასი აქტიური ობიექტია.

„ფასები პანდემიის შემდეგ 30%-ით გაიზარდა და 2019 წლის საშუალო ფასებს უკვე ვუსწრებთ. დატვირთულობაც საკმაოდ მაღალია. თითქმის 90%-ზე მეტია დატვირთულობის კოეფიციენტი თბილისში, ხოლო ბათუმში სეზონის დაწყებასთან ერთად გადავსებულია“, აცხადებს ანჯაფარიძე.

Wehost-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის Airbnb-ზე მოთხოვნის ზრდა ტურისტულ სეზონს უკავშირდება.

„ომის შემდგომ ვინც შემოვიდნენ ისინი უკვე გადანაწილდნენ და გრძელვადიანი გაქირავებით აიღეს ბინები“, აცხადებს ნიკა ანჯაფარიძე.

მისი თქმით, ბინების გაქირავების პლატფორმაზე საქართველოსადმი დიდი ინტერესი ყოველთვის იყო რუსეთიდან და ასევე მნიშვნელოვანია ევროპელების წილიც.

რაც შეეხება გალფის ქვეყნებს, სადაც საქართველო მნიშვნელოვან მარკეტინგულ კამპანიას ეწევა, Wehost-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ გალფის ქვეყნებიდან მოთხოვნა Airbnb-ზე მაღალი არ არის, რადგანაც ისინი ძირითადად სხვა ტიპის საცხოვრისს ანიჭებენ უპირატესობას.

შეგახსენებთ, რომ Wehost არის პირველი Airbnb მენეჯმენტ კომპანია საქართველოში, რომელიც გთავაზობთ მაღალი სტანდარტის მომსახურების ხარისხს. კომპანია საქართველოს სტუმრებს აძლევს საშუალებას იმოგზაურონ ქვეყანაში, გაატარონ დაუვიწყარი დრო, მიიღონ მაღალხარისხიანი მომსახურება და თავი იგრძნონ ისე, როგორც საკუთარ სახლში.

commersant.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.