ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აჭარაში ფასდაკლების კვირეული იწყება
20 თებერვალი, 2018

აჭარის დათვალიერების მსურველებსა და მოყვარულებს, რეგიონში მოგზაურობის დაგეგმვა და გარკვეულ ტურისტულ ობიექტებში ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ. Discount Week-ის კამპანია აჭარაში 24 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით ჩატარდება.

ფასდაკლებების კვირეულში ჩართულია აჭარის 15 სასტუმრო, 11 კვების ობიექტი, 5 ატრაქცია და 5 სავაჭრო ობიექტი. 

Discount Week-ში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარაში მდებარე სასტუმროებს, რომლებსაც გააჩნიათ 39 ან მეტი ოთახი და უნდა წარმოადგინონ არსებულ სეზონზე გამოცხადებული ფასიდან 30%-იანი ან მეტი ფასდაკლება.

ფასდაკლების კვირეულისთვის სპეციალური მარკეტინგული კამპანია შემუშავდა, რომელიც პროექტის სატელევიზიო გაშუქებას და სოციალურ ქსელში რეკლამას მოიცავს. 
სპეციალურ ვებ-გვერდზე discount.georgia.travel განთავსებულია კვირეულში მონაწილე ყველა სასტუმრო, სავაჭრო, საკვები და სხვა ტურისტული ობიექტი შესაბამისი შეთავაზებით.
ფასდაკლების მისაღებად მომხმარებელმა სასურველ სასტუმროს დაჯავშნის ნომერზე დარეკვით უნდა წარმოადგინოს სპეციალური პრომო კოდი რომელიც განთავსებული იქნება ვებ-გვერდზე discount.georgia.travel-ზე. სპეციალური პრომო კოდი ვრცელდება პროექტში მონაწილე სხვა ობიექტებზეც
Discount Week საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ტურისტული სერვისების ფასდაკლების კვირეულს მოიცავს. 

კამპანიის მიზანია რეგიონის პოპულარიზაცია და არასეზონურ პერიოდში შიდა ტურიზმის წახალისება, ასევე, პროექტი ხელს შეუწყობს კერძო სექტორს დამსვენებლების მოზიდვაში, რაც საბოლოო ჯამში მათ ბიზნესზე დადებითად აისახება. აჭარის შემდეგ ფასდაკლების კვირეული კახეთში გაიმართება. 

სხვადასხვა რეგიონში ფასდაკლების კვირეულის კამპანია ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2017 წელს დაიწყო.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.