ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აჭარაში გიდებისთვის ტრენინგები ისევ გაგრძელდება
05 მარტი, 2018

მთიანი აჭარისა და ბათუმის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გიდების გადამზადება წელსაც გაგრძელდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გიდებისთვის ტრენინგები ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში გაგრძელდება და მასში მონაწილეობა სხვა ტრენინგ-კურსების მსგავსად უფასო იქნება.

წარმატებულად შეფასდა მთიანი აჭარის მიმართულებით გიდების გადამზადების გასული წლის პროექტი. სააგენტოს დირექტორ თინათინ ზოიძის განმარტებით, ტურისტულ მარშრუტებზე გადამზადებული გიდების 50% ზაფხულის ტურისტული სეზონის განმავლობაშივე დასაქმდა. ივლისსა და აგვისტოში, თითოეულმა გიდმა მთიანი აჭარისა და ბათუმის ტურის მიმართულებით საშუალოდ 12 ექსკურსია ჩაატარა.

„ინტენსიურმა ტრენინგებმა შედეგი გასული წლის ზაფხულშივე გამოიღო. ჩვენს მიერ გადამზადებულმა გიდებმა შეძლეს მთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალი ტრენინგის დასრულებისთანავე წარმოეჩინათ. მათ ჩატარებული ტურების რაოდენობა მეტყველებს იმაზე, რომ აჭარის მაღალმთიანეთი ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილია. ის ვაკუუმი კი, რაც მთიანი აჭარის გიდების მიმართულებით გვქონდა ნელ-ნელა ივსება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურისტს მთაში მოგზაურობა კვალიფიციური გიდის თანხლებით შეუძლია. შედეგად, ჩვენ ვაპირებთ წელსაც გავაგრძელოთ ტრენინგები, რომ რაც შეიძლება მეტ გიდს მივცეთ განვითარების საშუალება,“ - განაცხადა  ზოიძემ.

გასულ წელს, აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოში 60 მოქმედ და დამწყებ გიდს ტრენინგები 4 მიმართულებით ჩაუტარდა. ერთთვიანი სწავლება აჭარის დაცული ტერიტორიების, ქედის ღვინის მარშრუტის, მაღალმთიან აჭარისა და მაჭახელას ტურისტული მარშრუტების შესახებ მომზადებულ თეორიულ-პრაქტიკულ კურს მოიცავდა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.