აჭარის მთავრობა რეგიონში ტურიზმის განვითარებასა და 4 სეზონიანი კურორტების შექმნას გეგმავს.
განსახორციელებელ პროექტებზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ „აჭარის ტელევიზიასთან“ ისაუბრა. მისი თქმით, რეგიონში ცენტრალური გზის გასწვრივ საპიკნიკე დასასვენებლი ადგილების მოწყობა იგეგმება, რაზეც დაახლოებით 3 მლნ ლარი დაიხარჯება.
სატრანსპორტო ნაკადების განტვირთვის მიზნით ბათუმში პორტის ტერიტორიასთან მოეწყობა ესტაკადა. პროექტის განხორციელება ამ დროისთვის დაწყებულია.
მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის რამაზ ბოლქვაძემ ახალი სპრორტული კომპლექსის და ცენტრალური სტადიონის მშენებლობა დაასახელა. მისი თქმით, სტადიონის მშენებლობა ამ კვირაში დაიწყება.
მინისტრმა ასევე განმარტა, რომ იგეგმება მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფლის მოწყობა. ხეობის დაგეგმარებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტიდან 200 000 ლარია გამოყოფილი. ჩამოყალიბდება ერთიანი კონცეფცია და ეს იქნება მაჭახელას ხეობისთვის დამახასიტაებელი კულტურისა და წეს-ჩვეულებების გაცოცხლება.
ავტორი: მაია დემეტრაშვილი
www.travelingeorgia.ge