ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აჭარაში ტურისტული ობიექტები ფასდაკლებების კვირეულს იწყებენ
05 თებერვალი, 2018

აჭარაში ფასდაკლებები კვირეული Discount Week იწყება. კვირეული 24 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით, გაიმართება.

ფასდაკლების კვირეულში ჩართვის მსურველი ორგანიზაციებისთვის, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ინტერესეთა გამოხატვა გამოაცხადა.

Discount Week-ის მიზანია რეგიონის პოპულარიზაცია და არასეზონურ პერიოდში შიდა ტურიზმის წახალისება.

პროექტი მოიცავს სასტუმროს, საკვებ, სავაჭრო და სხვა ტურისტული ობიექტების ფასდაკლებებით სარგებლობას. პროექტი ხელს შეუწყობს კერძო სექტორს დამსვენებლების მოზიდვაში, რაც საბოლოო ჯამში მათ ბიზნესზე დადებითად აისახება.

პროექტი პირველად 2017 წელს განხორციელდა და მონაწილეობა 22-მა სასტუმრომ მიიღო.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.