ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აჭარის მთავრობა ქობულეთში სასტუმროს მშენებლობისთვის ინვესტორს ეძებს
27 ივლისი, 2017

აჭარის მთავრობა ქობულეთში სასტუმროს მშენებლობისთვის ინვესტორს ეძებს. 

აუქციონზე  ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი N277-ში მდებარე 29 322 კვ. მიწის ნაკვეთია გამოტანილი. ქონების საწყისი ფასი 1.6 მლნ ლარია, ვაჭრობის ბიჯი 48 000 ლარი.

პირობის მიხედვით, ინვესტორმა თანხა 2 წელიწადში, ეტაპობრივად უნდა დაფაროს და 8 თვეში მრავალფუნქციური კომპლექსის  მშენებლობა უნდა დაიწყოს.

კომპლექსი უნდა მოიცავდეს არანაკლებ 200 ნომერიან სასტუმროს, ღია და დახურული ტიპის აუზს, საზოგადოებრივ და კომერციული დანიშნულების ობიექტებს (რესტორნები, კაფე-ბარები, საერთაშორისო ბრენდის სავაჭრო ცენტრი), გასართობ ობიექტებს (მათ შორის, კაბარე), საერთაშორისო ბრენდის ქვეშ მოქმედ სამორინეს);

აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 20 მლნ  აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს.

აუქციონი 10 აგვისტოს სრულდება. 

gbc.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.