ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აჭარის ტურისტული-საინფორმაციო ცენტრები 2017 წელს 84 019 უცხოელ ვიზიტორს მოემსახურა
27 დეკემბერი, 2017

2017 წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული-საინფორმაციო ცენტრები 84 019 უცხოელ ვიზიტორს მოემსახურა. რეგიონში 9 ცენტრი ფუნქციონირებდა და უცხოელ ვიზიტორებს რეგიონის ტურისტული პროდუქტების, ღირსშესანიშნაობებისა და ობიექტებზე ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეეძლოთ.

„ჩვენი ტურისტული-საინფორმაციო ცენტრები გამორჩეულია თავისი სერვისებით. ჩვენთან ტურისტს შეუძლია მიიღოს ყველა ტიპის ინფორმაცია რაც ტურიზმს, რეგიონში დასვენებასა და მოგზაურობას უკავშირდება. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ტურისტული ობიექტები, ღირსშესანიშნაობები, მარშრუტები თუ ტრანსპორტის საშუალებები. ჩვენ აქტიურ ტურისტულ სეზონზე 24 საათის განმავლობაში და ზოგადად, მუდმივად ვცდილობთ ტურისტებს გავუმარტივოთ რეგიონში მოგზაურობა და რაც მთავარია, შევაყვაროთ მათ ჩვენი რეგიონი. ამისთვის მუდმივად ხდება ინფორმაციების განახლება და თანამშრომლების გადამზადება, რაც საბოლოო ჯამში მაღალ სერვისსა და კმაყოფილ ტურისტებში აისახება“, - აცხადებს საინფორმაციო-ტურისტული ცენტრების ხელმძღვანელი მაია მიქაშავიძე.

აჭარაში ტურისტული-საინფორმაციო ცენტრები განთავსებულია ხუთივე მუნიციპალიტეტში და ბათუმში. ქალაქში ის ტურისტებს საბაგიროსთან, ბულვარში, ბათუმი ცენტრალში, აეროპორტსა და სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ემსახურება.

ავტორი: მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.