აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები ლვოვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა.
გამოფენის ვიზიტორები აჭარის სტენდთან რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს, პროდუქტებსა და სერვისებს გაეცნენ.
როგორც ტურიზმის დეპარტამენტში განმარტავენ, უკრაინა აჭარისთვის ტრადიციული სამიზნე ქვეყანაა, მზარდია უკრაინიდან აჭარაში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობაც.
9 თვის მონაცემებით ვიზიტების რაოდენობა 40 000-ს შეადგენს. წელს, უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით დაემატა ფრენებიც და ზაფხულის პერიოდში ავიამიმოსვლები კიევიდან, ხარკოვიდან, ზაპაროჟიედან, ოდესიდან და ლვოვიდან ხორციელდებოდა.