აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ თამარ კაიკაციშვილი დაინიშნა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ თამარ კაიკაციშვილი დაინიშნა
თამარ კაიკაციშვილი დეპარტამენტში რეკლამის, სტატისტიკის, სერვისის განვითარებისა და ონლაინ პროექტების განყოფილებებს გაუწევს კოორდინაციას.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ამბობს, რომ თამარ კაიკაციშვილი არის პროფესიონალია და ტურიზმის სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
„დეპარტამენტში სერვისების განვითარების განყოფილების უფროსად მუშაობისას ის არაერთ წარმატებულ პროექტს ხელმძღვანელობდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტი „ტურიზმის განვითარების სკოლა“, რომელიც 2017 წლის თებერვალში დავიწყეთ და სექტორში დასაქმებული კადრების გადამზადებას და სერვისის ამაღლებას ისახავს მიზნად. დღეიდან, ის სერვისის განვითარებასთან ერთად სხვა საპასუხისმგებლო განყოფილებების მუშაობას გაუწევს კოორდინირებას. დარწმუნებული ვარ წარმატებული იქნება ახალ პოზიციაზე მისი საქმიანობა რაც თავისმხრივ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროექტების ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა ღლონტმა.
კაიკაციშვილი 2014 წლიდან დღემდე დეპარტამენტში სერვისების განვითარების განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მას ტურიზმის სფეროში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს. თამარ კაიკაციშვილი არის ლექტორი და ტურიზმის სფეროში ეწევა სამეცნიერო საქმიანობას.
www.travelingeorgia.ge