ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აჭარისთვის ისრაელიდან ვიზიტორები TOP-10-ში არიან, განვითარებულ მოვლენებს ნაკადებზე გავლენა ექნება - თინათინ ზოიძე
06 ნოემბერი, 2023

მშვიდობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რაც ტურიზმზე დიდ ახდენს გავლენას და ისრაელში მიმდინარე მოვლენებს არამხოლოდ აჭარაზე, არამედ მთელს მსოფლიოზე აქვს გავლენა, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან საუბრისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე.

მისი განმარტებით, აჭარისთვის ისრაელელი ვიზიტორები TOP-10-ში არიან. 

„ისრაელი ჩვენთვის სტრატეგიული სამიზნე ბაზარია, საიდანაც მთელი წლის (და არა სეზონურად) ხორციელდება ფრენები. ჩვენი სურვილია, რომ მალე მშვიდობა დამყარდეს და ისევ ისე აღდგეს როგორც ფრენები ასევე ის ტურისტული მოძრაობა, რომელიც ამ დაძაბულობამდე გვქონდა.

აჭარაში ისრაელი ვიზიტების მხრივ შედის ათეულში და ამიტომ მას ძალიან დიდი წილი აქვს ჩვენს ტურისტულ ნაკადებში.

ისრაელისთვის აჭარა არის პარასკევი, შაბათი, კვირის ანუ Weeknd-ის დასვენება. რადგან პირდაპირი ფრენები გაქვს და ორი საათიც არაა მათი ხანგრძლივობა, ისინი ოჯახებით ჩამოდიან და სხვადასხვა ტიპის ტურისტულ პროდუქტებს ირჩევენ.

უყვართ როგორც ბუნება ასევე ქართული ტრადიციები, კულტურა, შოპინგი. მათი მხრიდან ბათუმისადმი და ზოგადად საქართველოსადმი ინტერესი არის ძალიან მაღალი.

ვიმედოვნებთ, რომ მალე მშვიდობა დამყარდება და ყველას მიეცემა საქართველოში დასვენებისა და მოგზაურობის საშუალება“, - აცხადებს თინათინ ზოიძე.

წყარო: www.businessinsider.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.