საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და კომპანია „აკ-ეარ ჯორჯიას“ შორის 2018 წლის 22 თებერვლის ხელშეკრულების თანახმად, განახლდა ფრენები მესტია-ნატახტარი -მესტია და მესტია-ქუთაისი-მესტია მიმართულებით.
ახალი განრიგის მიხედვით, ავიარეისები შესრულდება კვირაში ოთხჯერ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას. ფრენებს შეასრულებს L-410 UVP E ტიპის თვითმფრინავი.
მესტია-ნატახტარი-მესტია ერთი მიმართულებით ზრდასრულის ავიაბილეთის ღირებულება შეადგენს 65 ლარს, 3-დან 12 წლამდე ბავშვების ავიაბილეთი 45,50 ლარს, 0-დან 3 წლამდე ბავშვების გადაყვანა უფასოა.
მესტია-ქუთაისი-მესტია ერთი მიმართულებით ზრდასრულის ავიაბილეთის ღირებულება შეადგენს 40 ლარს, 3-დან 12 წლამდე ბავშვების ავიაბილეთი 28 ლარს, 0-დან 3 წლამდე ბავშვების გადაყვანა უფასოა.
www.travelingeorgia.ge