ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ახალი სერვისი Ryanair-ის მგზავრებისთვის – ბარგის ზომას აპლიკაცია გამოთვლის
23 აპრილი, 2019

ახალი სერვისი Ryanair-ის მგზავრებისთვის. ავიაკომპანია მგზავრებს, სახლიდან გაუსვლელად, ბარგის ზომების დადგენას სთავაზობს. ამიერიდან Ryanair-ის მგზავრები აეროპორტში მისვლამდე შეძლებენ დაადგინონ, აკმაყოფილებს თუ არა მათი ბარგის ზომა ავიაკომპანიის სტანდარტებს.

Ryanair-ის მობილურ აპლიკაციას შესაბამისი ფუნქცია უკვე დაემატა, რომლის საშუალებითაც ბარგის სკანირება მოხდება და ინფორმაციის გადამუშავების შემდეგ, მგზავრს დეტალური ინფორმაცია მიეწოდება.

​თუ კი მგზავრის ბარგის ზომა Ryanair-ის სტანდარტებში არ ჯდება, მაშინ ჩანთების ზომის გათვალისწინებით აპლიკაცია თავად ითვლის, თუ რა თანხის დამატება მოუწევს მგზავრს აღნიშნული ჩანთის ბორტზე ატანისთვის.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.