ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ახალი ტურისტული მარშრუტი - რას გპირდებათ ლიხეთი-ურავი
26 ივნისი, 2018

საქართველოს ტურისტულ მარშრუტს კიდევ ერთი ბილიკი შეემატება. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უკვე მონიშნა ლიხეთი-ურავი.

მარშრუტი საშუალებას გაძლევთ იმოგზაუროთ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მარშრუტი 30 კმ-ია და მისი გავლა 2 დღეშია შესაძლებელი.

დღე 1 (მანძილი: 12.9 კმ. / 6 სთ. 20 წთ.) 

მარშრუტი სოფ. ლიხეთში იწყება და ყელიდას უღელტეხილისკენ მიემართება მარტივი სირთულის ბილიკით. სტარტიდან 2.4 კმ-ში ბილიკი მეჭვრეთის VIII-IX სს-ის მონასტრის ნანგრევებთან მიდის (მეჭვრეთის ეკლესია ერთ–ერთი უძველესია რაჭაში) შემდეგ აღმართს შეუყვება, საშუალო სირთულის კატეგორიაში გადადის და 10 კმ-ის შემდეგ საფერისწვერის საბანაკე ადგილზე მიდის (აქვეა მეცხვარეთა სადგომებიც). 

დღე 2 (მანძილი: 17 კმ. / 6 სთ. 20 წთ.) 
საფერისწვერის საბანაკედან ბილიკი კვლავ უღელტეხილისკენ მიემართება და 150 მ-ში მიდის გზაჯვარედინთან, საიდანაც ჩვენი ბილიკი მარჯვნივ უხვევს (მარცხენა ბილიკი სოფ. შკედში ჩადის), გაივლის ალპურ ზონას, ტყიან მონაკვეთებს და სოფ. ურავში ჩადის. 

ბილიკებზე მრავლადაა წყაროები და ნაკადულები; მარშრუტებზე გვხვდება მწყემსების საზაფხულო სადგომები, სადაც მწყემსები ხშირად ამზადებენ სხვადასხვა რძის ნაწარმს, რომელთა დაგემოვნებასა და შეძენასაც ადგილზევე შეძლებთ. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.