ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აკრძალულია სასტუმროების მუშაობა, მაგრამ კერძო ბინის გაქირავებაში ვერ ჩავერევით – შრომის ინსპექტორი
18 იანვარი, 2021
აკრძალულია სასტუმროების საქმიანობა, მაგრამ კერძო ბინის გაქირავებაში ვერ ჩავერევით – ამის შესახებ bm.ge–ს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განუცახდა. ასე უპასუხა მან შეკითხვას, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბაკურიანში ბინის მფლობელები გააფრთხილეს, სასწრაფოდ დაცალონ გაქირავებული აპარტამენტები და აღარ გააქირავონ.

ბექა ფერაძე ამბობს, რომ ამ სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლის უფლება სახელმწიფოს არ გააჩნია და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

“ერთადერთი რაც განხორციელდა, ეს იყო სასტუმროების შემოწმება. კერძო ბინის გაქირავება–არგაქირავების საკითხებში ვერ ჩავერევით. ამის არავითარი ბერკეტი არ არსებობს. კოორდინირებულად ვმოქმედებთ შს სამინსიტროსთან და არაფერი მსგავსი არ ყოფილა.

შემოწმებები იყო როგორც ბაკურიანში, ასევე ბორჯომში. სასტუმროს საქმიანობა არ გამოვლენილა”,– აცხადებს ბექა ფერაძე.
 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ზამთრის სეზონზე საქართველოში სამთო–სათხილამურო კურორტებზე სასტუმროს საქმიანობა აკრძალულია, არ მუშაობს არც საბაგიროები და სრიალი შეუძლებელია.
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.