აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებას ადგილობრივი თვითმმართველობები გააკონტროლებენ
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების ფაქტებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობები გააკონტროლებენ.
ცვლილებები უკვე შევიდა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და 1 ივლისამდე ამოქმედდა.
ცვლილებების თანახმად, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების ფაქტებზე რეაგირებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მოახდენენ და აღნიშნული ნორმების დამრღვევებს შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დააკისრებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხმაურის მზომი 10 სპეციალური მოწყობილობა, თბილისის მერიის მომართვისა და ნორმატიული აქტების საფუძველზე, დედაქალაქის მერიას უკვე გადასცა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის 20 სპეციალური მზომის გადაცემა ეტაპობრივად განხორციელდება.
,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დამატებული ახალი მუხლების თანახმად, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კანონით განისაზღვრა.
www.travelingeorgia.ge