ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის სამშენებლო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა.
ახალი ტურისტული სეზონიდან, ვიზიტორები ეროვნული პარკის სერვისების შესახებ სრული ინფორმაციის მიღებას თანამედროვე სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრში შეძლებენ.
მოეწყობა საგამოფენო სივრცე, კაფეტერია და საკონფერენციო დარბაზი. შენობაში ასევე განთავსდება ადმინისტრაციის ოფისი.
პროექტის ღირებულება 1 070 500 ლარს შეადგენს.
ვიზიტორთა ცენტრი გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით აშენდა. პროექტის ეფექტურად განხორციელება საკონსულტაციო ჯგუფმა (GFA) უზრუნველყო.
www.travelingeorgia.ge