ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"ალი და ნინო" მსოფლიოს საუკეთესო ქანდაკებებს შორის დასახელდა
11 ივნისი, 2017

ვებგვერდმა brightside.me-მა მსოფლიოს საუკეტესო სკულპტურათა შორის ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის თამარ კვესიტაძის "ალი და ნინო" დაასახელა. ბათუმში დადგმული ქანდაკება მსოფლიოს ისეთი ცნობილი სკულპტურების გვერდით მოხვდა, როგორიცაა, კანადის "საოცრებათა ქვეყანა", აშშ-ის "კარმა", ავსტრალიის "ბრილიანტები".

8 მეტრის სიმაღლის ქალისა და კაცის მოძრავი ქანდაკება ცნობილი ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის თამარ კვესიტაძის საავტორო ნამუშევარია. ძეგლი ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის ყურბან საიდის რომან "ალი და ნინოს" სახელს ატარებს. 2010 წელს შექმნილი ქანდაკება, სიყვარულთან ერთად, ევროპისა და აზიის გადაკვეთის, დაკავშირების და შეერთების სიმბოლოდაც იქცა.

imedinews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.