ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა იკრძალება
ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა იკრძალება, ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარლამენტი ავრცელებს.
"საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ipress.ge