საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, ამ წლის 1-ლი ივნისიდან 17 აგვისტომდე პერიოდში, საქართველოში 52 ტურისტი დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.
დაკარგული ტურისტებიდან 50 იპოვეს, თუმცა ორი გერმანელი ტურისტის სამძებრო სამუშაოები მესტიაში ჯერ კიდევ გრძელდება.
გერმანელი ტურისტების დაკარგვასთან დაკავშირებით შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 8 აგვისტოს შევიდა, თუმცა ისინი 1 აგვისტოს დაუკარგნენ.
imedinews.ge