ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“ამბასადორი“ 40 მილიონი დოლარის ინვესტიციით ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს
22 იანვარი, 2021

ბათუმში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება. საინვესტიციო პროექტს ქართული კომპანია „ამბასადორი“ახორციელებს. საინვესტიციო პროექტის ღირებულება - 40 მლნ დოლარს შეადგენს. ცენტრი ჯამში 600 ადამიანს დაასაქმებს. დასაქმებულთა დიდი ნაწილი აჭარის ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.

საპროექტო სამუშაოებს საფუძვლად დაედო ხელოვნებამცოდნეთა საექსპერტო კვლევა. მოხდა პროექტის მოდიფიკაცია, განახლება და სრულ შესაბამისობაში მოვიდა არსებულ გარემოსთან. საინვესტიციო პროექტის კონცეფცია მოიცავს რეკრეაციულ ზონებს. კომპლექსის გარე ფასადი და შიდა სივრცე იქნება სრულად გამწვანებული, რაც თავის მხრივ წვლილს შეიტანს ბათუმის გამწვანებაში.

პროექტის ფასადი წარმოადგენს მინისა და ლითონის სინთეზს. ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრის საფასადე ვერტიკალური მცენარეების სიმწვანის ეფექტი, წარმოადგენს ბულვარის გამწვანების ერთგვარ გაგრძელებას.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი ამბასადორ ჯგუფის მესამე მსხვილი საინვესტიციო პროექტია აჭარაში. 2021 წლის თებერვალში მაღალმთიან აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე თანამედროვე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება 120 ნომრით, წლის ბოლოს სასტუმროს მეორე შენობაც შეემატება და ჯამში 230-მდე ნომრით უმასპინძლებს სამთო-სათხილამური სპორტის მოყვარულებს. ამბასადორი გოდერძი 300-მდე თანამშრომლის დამსაქმებელი იქნება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 60 მლნ დოლარზე მეტია.

კომპანია „ამბასადორი“ აჭარის რეგიონში მთლიანობაში 1000-მდე სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს და პროექტების ერთიანი ღირებულება 100 მლნ დოლარს შეადგენს.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.