ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"ამბასადორი ჯგუფის" საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა დასრულდა
18 ოქტომბერი, 2022

„ამბასადორი ჯგუფის“ საგანმანათლებლო ცენტრი მოსწავლეებს 2023 წლის მაისიდან მიიღებს.

როგორც კომპანიაში „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, "ამბასადორი კაჭრეთის“  კომპლექსის ტერიტორიაზე ცენტრის მშენებლობა უკვე დასრულდა, ამჟამად  კი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. მათ შორის, გარშემო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სპორტული მოედნების მშენებლობა.

6000 მ2-ზე განთავსებული საგანმანათლებლო ცენტრი გათვლილი იქნება როგორც ქართველ, ისე უცხოელ მოსწავლეებზე. ბავშვებისთვის შექმნილი სპეციალური პროგრამა ითვალისწინებს პროფესიონალების მიერ შედგენილ სხვადასხვა სპორტულ ვარჯიშს (ჩოგბურთი, ფეხბურთი, კალათბუთი, ცურვა და ა.შ.), ჯანსაღ კვებას და შემეცნებით აქტივობებს.

რა სახელით დაიწყებს ცენტრი ოპერირებას ამის შესახებ „ამბასადორი ჯგუფში“ არ საუბრობენ.

 „ამბასადორი ჯგუფი“ აღნიშნულ პროექტში რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.