კახეთი რეგიონში სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთი“ ახალი ნომრებით ივნისში გაიხსნება, - ინფორმაციას სასტუმრო თავის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
როგორც „ამბასადორის“ სასტუმროების ქსელის მერკეტინგის მენეჯერი თამარ ჯინჭარაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, სასტუმრო მომხმრებლებს უკვე არსებულისგან განსხვავებული კონცეფციის ახალ კორპუსს შესთავაზებს.
სასტუმროში 120 თანამედროვე დიზაინის ნომერი განთავსდება.
სასტუმროს ასევე ემატება ახალი კოტეჯებიც და ივნისიდან „ამბასადორი კაჭრეთი“ ერთდროულად 450 სტუმრის მიღებას შეძლებს.
„კომერსანტთან“ ჯინჭარაძე ამბობს, რომ შედეგად „ამბასადორი კაჭრეთი“ რეგიონში ყველაზე დიდი სასტუმრო კომპლექსი გახდება.
კომპლექსს ემატება ევროპული სტანდარტების ოლიმპიური აუზი, კერძო და სასტუმროს კოტეჯები, ახალი ბაღები და საბავშვო მოედნები.
სასტუმროს ტერიტორიაზეა საქართველოში ერთადერთი პროფესიონალური გოლფის მოედანი, რეგიონში ყველაზე დიდი 800 კაციანი საბანკეტო დარბაზი, 12 კაციანი ვილა, ღვინის მარანი, ჩოგბურთის კორტები, ღია საცურაო აუზი, საცხენოსნო კლუბი და პროფესიონალური სასროლეთი.
www.travelingeorgia.ge