ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"ამბასადორი მეღვინეობა" კაჭრეთში ღვინის ქარხნის გაფართოებას 2023 წელს დაასრულებს
18 ოქტომბერი, 2022

„ამბასადორი მეღვინეობა“ გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში ღვინის ქარხნის გაფართოებას 2023 წლის დასაწყისში დაასრულებს.  როგორც „ამბასადორი ჯგუფში“ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქარხნის სამშენებლო სამუშაოები.

ქარხანა, რომელიც იტალიელმა სპეციალისტებმა დააპროექტეს, 5000 მ2-ზეა განთავსებული, წლიური წარმადობა კი 800 000 ბოთლის ჩამოსხმაა.

კომპანიის ინფორმაცით, „ამბასადორი მეღვინეობის“ ღვინოები  „მეღვინეობა ქებურიას“ სახელით იწარმოება. პროდუქცია მცირე რაოდენობით იხსნება და ის ამ ეტაპზე ძირითადად „ამბასადორი ჯგუფის“ ქსელის სასტუმროებსა და რესტორნებში არის ხელმისაწვდომი.

„ღვინის ქარხნის დასრულებისთანავე საგრძნობლად გაიზრდება წარმოება და ღვინის წარმოება საექსპორტოდაც დაიწყება, რომლის ბაზრების დივერსიფიცირებაზეც ამ ეტაპზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს,“-აცხადებენ კომპანიაში.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.