ბლუზი ამერიკული მუსიკალური ცხოვრების ძირითადი მიმდინარეობაა, რომელიც 100 წელზე მეტია დაიბადა მისისიპის დელტაში, აფროამერიკელების წიაღში. ბლუზმა მისცა დასაბამი ყველა დანარჩენ ახალ მუსიკალურ მიმდინარეობებს.
საქართველოში ბლუზს დიდიხნის ისტორია აქვს. ბლუზმენთა პირველი თაობა, რომლებმაც მთელი ცხოვრება ბლუზს მიუძღვნეს, ამჟამად სოლიდურ ასაკშია და მათ ღირსეულად აპლოდისმენტიც არ მიუღიათ, არა თუ რამე სხვა ფორმით აღიარება.
პირველი საერთაშორისო ბლუზ ფესტივალის ჩატარება საქართველოში, ემსახურება ბლუზის, როგორც მაღალი მუსიკალური გემოვნების კულტურის პოპულარიზაციას საქართველოში, ასევე ღვაწლმოსილი ქართველი ბლუზმენების პატივის მიგებას სხვადასხვა ფორმით, ახალი ნიჭიერი თაობის აღმოჩენას და ხელშეწყობას. ყველა ამ იდეისა და ამოცანის განსახორციელებლად გადავწყვიტეთ ბლუზფესტივალის ჩატარება შერეული პროგრამით, ერთობლივი ჯემსეიშენების მოწყობით, ვარსკვლავების გახსნით, ყველა ასაკის ქართველ ბლუზმენთა სრულფასოვანი მონაწილეობით. პირველი წლის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ პროექტი სწორი მიმართულებით ვითარდება. ფესტივალის ფორმატში ქართველ ბლუზმენთა ლოჟამ გააერთიანა ვეტერანი ბლუზმენები მაგისტრის წოდების ქვეშ და გარკვეული ფინანსური მხარდაჭერის ფორმით წაახალისა. ფესტივალის ფორმატში აღმოჩენილი იქნა ახალგაზრდა შემსრულებლები, რომლებმაც სრულფასოვნად მიიღეს მონაწილეობა მსოფლიო ვარსკვლავებთან და ვეტერან ბლუზმენებთან ერთად კონცერტებში. ეს მათთვის დიდი გამოცდილება და სტიმულია კარიერის დასაწყისში.
ბლუზფესტივალი მულტი ნაციონალური გამოდგა, მის პირველ წელს მონაწილეობდნენ ჩიკაგოს სკოლის ჰედლაინერი შერონ ლუისი, საფრანგეთიდან შანა ვოთერსტოუნი, ისრაელიდან ბენდი სობო, ინგლისიდან სტივ მორისონი, მეთ თეილორი, ბარონ გუდლავი, კანადელი ვულფ მეილი და მოსკოვის ბლუზის მეფე გია ძაგნიძემოდერნ ბლუზ ბენდით. მონაწილეობა მიიღო ყველა მოქმედმა ქართულმა ბლუზ კოლექტივმა. პროგრამის ასეთ შემადგენლობას ინატრბდა ნებისმიერი ევროპული ქვეყნის ტრადიციული ფესტივალი. ჩვენი მეორე წლის პროგრამა უფრო წარმომადგენლობითია და ინტერნაციონალური.
საქართველოში ყველა ამ ფორმატის ღონისძიებები კონცენტრირებულია თბილისში, ბათუმში და დასავლეთ საქართველოში. კახეთში ბლუზფესტივალის ჩატარების იდეა ერთობ ამბიციური პროექტია და პირველი პრეცენდენტია, რაც გაზრდის კახეთის და ლაგოდეხის ცნობადობას ტურისტულ რუქაზე, მოიზიდავს დამატებით ტურისტულ ნაკადებს, გაზრდის ფინანსურ ბრუნვებს და აამაღლებს კეთილდღეობის დონეს ლაგოდეხში.
www.travelingeorgia.ge