ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ამბროლაური შესაძლოა სათხილამურო კურორტად ჩამოყალიბდეს
29 იანვარი, 2019

ამბროლაური, შესაძლოა, სათხილამურო კურორტად ჩამოყალიბდეს, – ამის შესახებ bm.ge-ის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა.

მისი თქმით, საუბარია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 4-სეზონიან კურორტად გადაქცევაზე.

“ვგულისხმობ სათხილამურო ტრასებს, რომლის სერიოზული რესურსი გააჩნია მუნიციპალიტეტს. არასოდეს არ ყოფილა ამბროლაური ამ კუთხით მნიშვნელოვანი. მე მოვლენებს ვერ გავასწრებ. განვითარების პროგრამის შესახებ სპეციალისტები გააკეთებენ განმარტებებს და საზოგადოებისთვის მალე ძალიან საინტერესო ფაქტები გახდება ცნობილი”,- აცხადებს გუბერნატორი.

მისივე თქმით, ყველაფერთან ერთად უკვე არის ძალიან დიდი ინტერესი შაორის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული და არამხოლოდ ქართული კომპანიების მხრიდან, რომ ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელონ.

“დასრულდა რეგულაციისა და ტურიზმის განვითარების გეგმა და რამდენიმე კვირაში მოხდება განხილვა, რის შემდეგაც კონკრეტული ადგილები იქნება მონიშნული, სადაც იქნება ტურისტების განსაკუთრებული აქტივობა. შესაძლოა, ამბროლაური გადაიქცეს 4 სეზონის ტურისტულ მუნიციპალიტეტად, ვგულისმობ სათხილამურო ტრასებს, რომლის სერიოზული რესურსი გააჩნია მუნიციპალიტეტს. უკვე არის ძალიან დიდი ინტერესი შაორის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული და არამხოლოდ ქართული კომპანიების მხრიდან, რომ ათეულობით დოლარის ინვესტიცია განახორციელონ. კონკრეტულ ინვესტორებს ამ ეტაპზე ვერ დავასახელებთ. საუბარია, ძირითადად ტურისტულ ობიექტებზე, სასტუმროებზე, კოტეჯებზე, გასართობ ცენტრებზე და ა.შ.”,- აცხადებს გუბენატორი.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.