ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ამბროლაურის მუნიციპალიტეტს სამი ახალი ავტობუსი მოემსახურება
13 ივნისი, 2018

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მგზავრებს სამი ახალი ავტობუსი მოემსახურება.

ახალი 3 ავტობუსი მუნიციპალიტეტის მერიამ, ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, შეიძინა. თითოეული სატრანსპორტო საშუალება 36 მგზავრზე იქნება გათვლილი.

ავტობუსების მონიტორინგს შპს “ახალი ტრანსპორტი“ განახორციელებს, რომლის ავტოპარკში ამ ეტაპისთვის 7 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება ირიცხება.

როგორც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, მათი მიზანია ტრანსპორტით მომსახურების დაფარვის ზონა მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი მთელ ტერიტორიაზე.

ამ ეტაპზე, მერის ინიციატივით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველა სოფელში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დადგენილი გრაფიკის შესაბამისად მოძრაობს. ახალი ავტობუსები კი მგზავრებს დამატებით საშუალებას მისცემს, მინიმალურ ფასად, კომფორტულად გადაადგილდნენ მათთვის სასურველი მიმართულებით.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.