ამბროლაურში ახალი, თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. მოედნის დასრულების შემდეგ ამბროლაურს საშუალება მიეცემა უმასპინძლოს სხვადასხვა გუნდის შეკრებებს და მნიშვნელოვან სპორტულ შეხვედრებს.
ამ დროისთვის დაწყებულია მეორე რიგის სამუშაოები, რომლის ბიუჯეტი 1 676 026 ლარია.
პროექტის ფარგლებში კეთდება ფიფას სტანდარტების შესაბამისი 2 სტადიონი, 500 კაცზე გათვლილი ტრიბუნა, დამხმარე შენობა-ნაგებობები, კომუნიკაციები...
ადგილობრივი მთავრობა იმედოვნებს, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი ფეხბურთის მოედანი ხელს შეუწყობს სპორტული ტურიზმის განვითარებას, ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
www.travelingeorgia.ge