ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კომპანიამ “ზედაშე” ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა. საწარმო თანამედროვე სტანდარტების დანადგარებით არის აღჭურვილი
საწარმო წლიურად 60 ტონაზე მეტ ყურძენს გადაამუშავებს და სეზონზე 65 ადამიანი დასაქმდება. საწარმო აქტიურადაა ჩართული რთველი 2018-ში და ყურძენს როგორც საკუთარი ვენახებიდან, ისე ადგილობრივი მევენახეებისაგან იბარებს.
კომპანიამ საწარმო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შექმნა.
სახელმწიფოს მხარდაჭერით, საწარმომ 550,000 აშშ დოლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა.
www.travelingeorgia.ge