ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ამერიკელი სომელიეები ქართულ ღვინოს უნიკალურს უწოდებენ
05 ოქტომბერი, 2018

ღვინის მაგისტრი, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული კომპანია Tastingwork-ის ხელმძღვანელი ლიზა გრანიკი ამერიკელ სომელიეებთან ერთად საქართველოში იმყოფება და ქართულ ღვინოს ქართლსა და კახეთში ეცნობა.

ტურის ფარგლებში ამერიკელი სტუმრები ღვინის მწარმოებელ 20-მდე კომპანიასა და მარანს ეწვევიან.

ღვინის ტურის ერთ-ერთი დღე საქართველოს მეღვინეობის ერთ-ერთ გამორჩეულ რეგიონს ქვემო ქართლს დაეთმო. ამ მხარეში აღსანიშნავია ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სადაც ქვევრში ღვინოს 25 მცირე ღვინის მარანი აწარმოებს.

ღვინის მაგისტრზე და სომელიეებზე რეგიონის ღვინოებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ლიზა გრანიკის შეფასებით, ბოლნისში წარმოდგენილი ღვინოებიდან განსაკუთრებით გამორჩეულია რქაწითელი და თავკვერი.

„ამ ღვინოებს ისეთი მახასიათებლები აქვს, რაც განსაკუთრებულს და განსხვავებულს ხდის. რქაწითელს აქვს ინდივიდუალიზმი, რაც ყველა ბოლნისური ღვინის მახასიათებელიცაა. ჩემთვის მათი დაგემოვნება მართლაც ამაღელვებელი იყო. რაც შეეხება თავკვერს, ის არის კარგად დაბალანსებული, მასში არის ელეგანტური ტანინები და ამ ადგილის ინდივიდუალიზმი, ჩვენც სწორედ ამას ვეძებთ: ღვინოებს, რომლებსაც აქვთ ინდივიდუალიზმი და გამოხატვის უნიკალურობა” – აღნიშნა ლიზა გრანიკმა.

მისი თქმით, ჯგუფის შემადგენლობაში არიან გავლენიანი სომელიეები აშშ-დან, რომლებიც ნიუ-იორკის პრესტიჟულ რესტორნებთან თანამშრომლობენ. ბოლნისელი მეღვინეების შეფასებით, ღვინის პროფესიონალების ვიზიტი ხელს შეუწყობს მათი ღვინოების პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.