ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ამერიკული გამოცემები ქართულ ღვინოზე სტატიებს ამზადებენ
10 მაისი, 2018

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Marq Energie Consulting-ის ორგანიზებით, საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით პოპულარული ამერიკული გამოცემები Wine and Spirits და Dow Jones ჟურნალისტები ეწვიენ. 

ტურის ფარგლებში სტუმრები მოინახულებენ ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლში, იმერეთში, სამეგრელოსა და კახეთში, სადაც გაეცნობიან ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ადგილზე დააგემოვნებენ, როგორც კლასიკური წესით, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ქართულ ღვინოებს.

სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ შემდეგი კომპანიების ღვინოებს: „ლაპატი ვაინსი“, „ნიკი ანთაძის ღვინოები“, „შალვინო“, „მეღვინეობა დანიელი“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „ნაოტარი“, „მეღვინეობა შუმი“, „გოცას ღვინოები“, „ვარციხე“, „არჩილ გუნიავას მარანი“ და „ამირან ვეფხვაძის მარანი“.

ვიზიტის შედეგად, მიმიდნარე წლის შემოდგომზე, ქართული ღვინის შესახებ სტატიები დაიბეჭდება გამოცემებში „Wine and Spirits“ და „Dow Jones”, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას აშშ-ს ბაზარზე.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.