რესტორნისა და მასპინძლობის სფეროს წამყვანი ამერიკული კომპანია af&co 2019 წლის ტენდენციებს აქვეყნებს, სადაც აჭარული ხაჭაპური წლის კერძად დაასახელა.
,af&co” ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც რესტორნების, საკვებისა და სასმელის, მასპინძლობის მარკეტინგის უმთავრეს ტენდენციებს პერიოდულად ასახელებს.
რაც შეეხება აჭარულ ხაჭაპურს, ის წლის კერძად თავისი გემოს – ყველისა და კვერცხის ნაზავის, ასევე ინსტაგრამზე ხშირი პოსტების წყალობით დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ აჭარული ხაჭაპური წელს ასევე იყო მომხმარებელთა რჩეული კულინარიული ვებ-გვერდის „Tasteatlas“ მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში.
gbc.ge