ვაჩნაძიანის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია ე.წ. ამიდასტური VI-VII სს საუკუნეებს მიეკუთვნება.
გურჯაანის მუყნიციპალიტეტის ცნობით, ვაჩნაძიანის „ამიდასტურს“ 2006 -2007 წლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა და დღეს ის სოფელში ერთადერთი მოქმედი ტაძარია.
ტაძარი სამნავიანი ბაზილიკური ნაგებობაა და ნაშენია რიყის ქვით და შირიმით.
გადმოცემით, ქრისტიანობამდე ამ ეზოში წარმართული კერპი მდგარა, რომელიც შემდეგ ადგილობრივებს დაუნგრევიათ და ქრისტიანობის დასტურად მის ადგილას მცირე ეკლესია აუგიათ, რომლის ნანგრევებიც შემორჩენილია, სახელი „ამიდასიტურიც“ აქედან მოდის.
www.travelingeorgia.ge