ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“ამიტომ უნდა დალიოთ დღეში ერთი ჭიქა წითელი ღვინო” – ახალი კვლევა
08 აგვისტო, 2019

დღეში ერთი ჭიქა წითელი ღვინო გულისთვის რომ კარგია, ეს დიდი ხანია ცნობილია. მკვლევარებისგან ისიც ვიცით, რომ 1 ჭიქა წითელი ღვინო ისეთივე ეფექტურია, როგორც ფიტნეს დარბაზში გატარებული 1 საათი,  თუმცა მეცნიერებმა ღვინის ახალი დადებითი მხარე აღმოაჩინეს.

სპეციალისტების განცხადებით, დღეში ერთი ჭიქა წითელი ღვინო დეპრესიის წინააღმდეგ საუკეთესო საშუალებაა.

კვლევა, რომელზეც გავლენიანი დასავლელი პროფესორები მუშაობდნენ,  ჟურნალ “Neuropharmacology Journal”-ში გამოქვეყნდა. სამეცნიერო ნაშრომში ნათქვამია ისიც, რომ ღვინო დეპრესიის წინააღმდეგ მიმართულ მედიკამენტზე ეფექტურია;

თუმცა მეცნიერები იმასაც აცხადებენ, რომ ღვინის ზედოზირებაც მავნეა ორგანიზმისთვის; სპეციალისტები დღის ბოლოს, მხოლოდ 1 ჭიქა წითელი ღვინის მირთმევას გვირჩევენ.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.