ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ამფორეა“ - ხელოვნება თიხაში
28 ივნისი, 2018

სოციალური  საწარმო ამფორეა ქმნის   ხელნაკეთ, ორიგინალურ და მრავალფეროვან  ნივთებს. საწარმო მოიცავს ორ სივრცეს, კერძოდ კერამიკის სახელოსნოს და მაღაზიას.

საწარმო დაარსდა 2017 წლის ნოემბერში საქართველოს ბანკის „სიცოცხლი ხის“ ფონდის დაფინანსებით  კავშირ „რეას“ მიერ.

საწარმოს მომხმარებელთა მიზნობრივი სეგმენტი მრავალფეროვანია, ადგილობრივი მაცხოვრებლების გარდა მაღაზიას   მუდმივად  სტუმრობენ ტურისტები, რომლებსაც ძალიან მოსწონთ ამფორეას შემოქმედება/ კრეატიული ნაწარმი  და  დადებით ემოციებს არ იშურებენ მათი შეძენისას. „ ამფორეას“ ხარისხიანი პროდუქცია თეთრი თიხისგანაა დამზადებული. მართლაც განსხვავებულია. ზოგიერთი ნამუშევარი მხოლოდ ერთია, რადგან ილუსტრაცია შექმნილია ბენეფიციარების ინსპირაციით და  არ მეორდება.ნამუშევრიების  უმრავლესობა მხოლოდ „ერთია“, რადგან შექმნილია ბენეფიციარების მყისიერი ინსპირაციით და  არ მეორდება.

საწარმოში დასაქმებული 7 ადამიანიდან 2 განვითარების თავისებურების მქონე/ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე  ახალგაზრდაა . მათთან  ერთად წარმოების პროცესში კიდევ 4 ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე /მსგავსი შესაძლებლობების მქონე  ახალგაზრდაა/,მათი თანაროლია ჩართული.

აღსანიშნავია, რომ კერამიკული სახელოსნოს პედაგოგების და თანამშრომლებს

მასტერკლასები ჩაუტარეს ცნობილმა ქართველმა კერამიკოსებმა. ამან მნიშვნელოვნად გაამრავალფეროვნა აქ წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი და გაზარდა მისი ხარისხი.

ბენეფიციარებმა შეძლეს  საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, გაიღრმავეს სახელობო უნერები და დასაქმდნენ. მათ  გაუჩნდათ შემოსავლის წყარო.

საწარმოდან მიღებული შემოსავალი შშმ პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, მათ სახელობო უნარების შემდგომ განვითარებას და დასაქმებას ხმარდება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.