ანაკლია-განმუხურში კონცერტების ორგანიზებას Black Sea Arena-ს მენეჯმენტ ჯგუფი გაუწევს
ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში კონცერტების ორგანიზებას Black Sea Arena-ს მენეჯმენტ ჯგუფი გაუწევს, - ანაკლია-განმუხურის ტურისტული სეზონის დაგეგმვასთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
"წლევანდელი სეზონი უნდა იყოს მაქსიმალურად დატვირთული, არამხოლოდ ერთი მიმართულებით, არამედ ეს უნდა იყოს ყველასთვის საინტერესო დასასვენებელი ადგილი. ანაკლიაში წელს ელექტრონული მუსიკის „ვიქენდებთან“ ერთად, სხვადასახვა სახის გასართობი და სპორტული ღონისძიება გაიმართება. ჩვენ USAID-თან ერთად უკვე გადავამზადეთ ყველა საოჯახო ტიპის სასტუმრო და ისინი მზად არიან ახალი სეზონისთვის“, - განაცხადა შეხვედრაზე სამეგრეო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ.
"Check in Georgia-სთვის უმნიშვნელოვანესი რეგიონია სამეგრელო. ანაკლია- განმუხურის ტერიტორია უდიდეს პოტენციალს ატარებს, რათა ტურისტულად საინტერესო და მიმზიდველი გახადოს საქართველო. სწორედ ამიტომ Black Sea Arena-ს მენეჯმენტი პროფესიონალების გუნდთან ერთად მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ანაკლიაში 2018 წლის ზაფხული საინტერესო და მიმზიდველი გახდეს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა 2019 წლიდან გამოცხადდება სახელმწიფოს მრავალწლიანი მხარდაჭერის პროგრამა, რაც ანაკლიისთვის ახალ ფესტივალს შექმნის."- განაცდახა შეხვედრაზე Black Sea Arena-ს დირექტორმა ანი კავლელიშვილმა.
ანაკლიაში წელს, USAID-ის პროექტ ZRDA-სთან ერთად, ასევე ჩატარდება ბიზნესფესტივალი "ანაკლიობა", რომელიც რეგიონში ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.
www.travelingeorgia.ge