ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ანაკლია სითი“ აზიის მსხვილ ლოგისტიკურ კომპანია Kerry Logistics-სთან იწყებს თანამშრომლობას
05 ივლისი, 2018

„ანაკლია სითი“ აზიაში ყველაზე მსხვილ ლოგისტიკურ კომპანია  Kerry Logistics-სთან თანამშრომლობაზე აცხადებს.

მხარეებმა სტრატეგიული თანამშრომლობის ურთიერთგაგების მემორანდუმი უკვე გააფორმეს.  შეთანხმება ითვალისწინებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებისთვის თანამშრომლობას, რომელშიც აზიის ბაზრის ლიდერი Kerry Logistics-ი და მისი წევრი კომპანიები აქტიურ მონაწილეობას გეგმავენ.

Kerry Logistics-ი ლოგისტიკური მომსახურების ყველაზე მძლავრი ქსელის მმართველია დღეს აზიაში და მსოფლიოს 55 ქვეყანასა და ლოკაციაზე 1000-ზე მეტ მომსახურების პუნქტს ფლობს. აბრეშუმის გზის ინიციატივა „სარტყელი და გზის“ ფარგლებში, ის საკუთარ ქსელს ევრაზიის კონტინენტზეც აფართოებს. კორპორაციის წევრი კომპანია Globalink-ი, რომელსაც დსთ-ს ქვეყნების ბაზარზე მოქმედების 20-წლიანი გამოცდილება აქვს, უკვე მუშაობს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში.

კომპანია „ქერი ლოგისტიქსის“ ჩინეთისა და ჩრდილოეთი აზიის მიმართულების მმართველი დირექტორის ედვარდო ერნის თქმით, კომპანიისთვის ამ პროექტში მონაწილეობა დაინტერესოა. „გლობალინქის“ საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობის გამოცდილების და ევრაზიაში ჩვენი ფართო მულტიმოდალური გადაზიდვების ქსელის გათვალისწინებით, ვგეგმავთ,  ანაკლიის პორტს შევთავაზოთ ლოგისტიკურ, საზღვაო-სარკინიგზო და საზღვაო-სახმელეთო მომსახურებაში ინოვაციური გადაწყვეტილებები, რაც თავის წვლილს შეიტანს პროექტის რეგიონში წარმატებულ ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებაში“, - განაცხადა ერნიმ.

“ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი, ქეთი ბოჭორიშვილი ამბობს, რომ „ქერი გლობალინქთან“ კარგად იცნობს კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიას და აქვს ამ რეგიონებში მოღვაწეობის გამოცდილება. „ანაკლიის პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტების განხორციელება გულისხმობს თანამედროვე ლოგისტიკურ ქსელს, სავაჭრო და ბიზნესპლატფორმას, რომელიც შეასრულებს საკვანძო როლს საქართველოს გარე სამყაროსთან დაკავშირებისთვის. „შუა დერეფნის“ გათვალისწინებით, იგი მდებარეობს უმოკლეს მარშრუტზე ჩინეთ-ევროპასა და ინდოეთ-ევროპას შორის. ანაკლიის პროექტების განხორციელება გზას გაუხსნის 150-მილიონიან ბაზარს და აზია-ევროპის დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას შეასრულებს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

შეგახსნებეთ, რომ 2018 წლის 28 ივნისს ჰონგ-კონგმა და საქართველომ ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ეს არის პირველი ამგვარი შეთანხმება  ჰონგ-კონგსა და კავკასიის რეგიონის ქვეყანას შორის. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მოიცავს ვაჭრობის, დაბანდებების, დავების გადაჭრის მექანიზმს და სხვა საკითხებს.

ანაკლია სტრატეგიულადაა განლაგებული ჩინეთ-ევროპის დამაკავშირებელ უმოკლეს სავაჭრო გზაზე. იგი წარმოადგენს ტვირთის გადაზიდვისთვის საკვანძო პუნქტს ზღვაზე გასასვლელის არმქონე ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებისთვის. სპეციალური ეკონომიკური ზონა და ანაკლიის პორტი, რომლის ამოქმედება 2020 წლის ბოლოსთვის იგეგმება, ითვალისწინებს თანამედროვე ლოგისტიკურ და ინდუსტრიულ პარკებს, რომლებიც ინტეგრირებული იქნება საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურაში.

„ანაკლია სითი“ 2017 წელს შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ (ADC) აქციონერებმა დააფუძნეს. კონსორციუმი ახორციელებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მიმდებარედ და პორტთან ინტეგრირებული მასშტაბური სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტს. ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის საწყის ეტაპზე 400 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე შეიქმნება ლოგისტიკური და მსუბუქი მრეწველობის პარკები, სადაც განთავსდება დამხმარე სავაჭრო და ბიზნეს ობიექტები. გრძლევადიან პერსპექტივაში, პროექტი მოიცავს დაახლოებით 2000 ჰექტარზე განთავსებულ სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებს. პროექტით გათვალისწინებულია ევროპა-აზიის გადაკვეთაზე სატრანსპორტო და ბიზნესჰაბის შექმნა.  ADC-ი არის საერთაშორისო კომპანიების კონსორციუმი, რომელსაც 52 წლით მიენიჭა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების, დაპროქტების, დაფინანსების, მშენებლობის, ოპერირების და მართვის უფლება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.