წელს, ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი ECHOWAVES 22-25 აგვისტოს გაიმართება.
აღნიშნული ინფორმაცია BM.ge-ის ფესტივალის ორგანიზატორებმა დაუდასტურეს.
რაც შეეხება იმას, წელს რამდენი მლნ-ის ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ ორგანიზატორები სახელმწიფო ბიუჯეტიდან, bm.ge ამ ინფორმაციის მიღებას განათლების სამინისტროსგან და ასევე ფესტივალის ორგანიზატორებისგან ოფიციალურად გამოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს მუსიკალური ფესტივალი ანაკლიაში 23-დან 26 აგვისტომდე გაიმართა და მასში 150-ზე მეტი არტისტი მონაწილეობდა.
ცნობისთვის: გასულ წელს ღონისძიების ორგანიზებაში Check in Georgia-ს ფინანსური თანამონაწილეობა 4 მილიონ 160 ათას ლარს შეადგენდა, ხოლო 2 მილიონი კერძო ინვესტიციის სახით ჩაიდო.