2019 წელს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves დაახლოებით, 2 მილიონ ნახევარი ლარი დაჯდება. მუსიკალური ფესტივალი, რომელიც წელს 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლიაში მეორედ ჩატარდება, EXIT-ის ქოლგის ქვეშ და CHECK IN GEORGIA-ს მხარდაჭერით იმართება.
ფესტივალს კვლავ Anaklia Entertainment Group გამართავს.
22-25 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიის სანაპიროზე განთავსებულ რამდენიმე სცენაზე 150 არტისტი დაუკრავს.
ორგანიზატორები მსმენელს წელს სიახლეებს სთავაზობენ. შარშან არსებულ 5 სცენას, წელს რამდენიმე სცენა ემატება. რაც შეეხება, LINE UP-ს, წელს ჰედლაინერები იქნებიან: NINA KRAVIZ / a-z ADRIATIQUE / BEN KLOCK / CLAPTONE / DAX J/ DJ TENNIS / KINK live / RED AXES / RODHAD
BORIS / BAHRAMJI & MEDUSA ODYSSEY / EELKE KLEIJN / LEHAR / MATHAME / MUSUMECI / PARK HYE JIN / PETRE INSPIRESCU / PLAID live / SAMA TIJANA T / TOM TRAGO / VALENTINO KANZYANI / VRIL live / YOKOO
ANDREW MELLER / BACHO / GIO SHENGELIA / L8 / SIDARTHA SILICEO & ANIA / STIMMHALT / TOMMA
დღის განმავლობაში კი, ანაკლიის სანაპიროზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ სპორტულ და გასართობ აქტივობებში ჩაერთონ, დაესწრონ ვორქშოფებს. ასევე, ეწვიონ ღია კინოთეატრს და ახლომდებარე ლოკაციებიც მოინახულონ. საფესტივალო ტერიტორიაზე კარვებიც განთავსდება.
ECHOWAVES-მა გასულ წელს წარმატებული სტარტი აიღო და 150-მდე დიჯეის და 10 000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა. 2018 წელს, ECHOWAVES საუკეთესო ახალი ფესტივალის ნომინაციის შორთლისთშიც აღმოჩნდა.
2018 წელს ღონისძიების ორგანიზებაში Check in Georgia-ს ფინანსური თანამონაწილეობა 4 მილიონ 160 ათას ლარს შეადგენდა, ხოლო 2 მილიონი კერძო ინვესტიციის სახით ჩაიდო.