ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ანაკლიაში ინდური ინვესტიციით 5 -ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდა
06 მაისი, 2019

ანაკლიაში, კერძოდ განმუხურში ინდური ინვესტიციით 5- ვარსკვლავიანი კოტეჯური კონცეფციის სასტუმრო Anaklia Resort Pratap’s Signature იხსნება. როგორც Bm.ge-ს სასტუმროს მენეჯერმა მაია მურაჩაშვილმა განუცხადა, სასტუმროს მშენებლობაში 10 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

მისივე თქმით, სასტუმრო 2017-2018 წლებში სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობდა, ხოლო მიმდინარე წლის მაისიდან ოფიციალურად გაიხსნება. სასტუმრო 7 კოტეჯისგან და ჯამში 56 ნომრისგან შედგება.

„სასტუმრო საოკუპაციო ხაზიდან 500 მეტრში მდებარეობს და მუსიკალური ფესტივალის Echo Waves-ის მთავარ სცენასთან ახლოს ვართ. სასტუმროში მოწყობლია ფრენბურთის სათამაშო მოედანი, ბავშვების გასართობი სივრცე, ტენისის სათამაშო ზონა და გარე აუზი, მომავალში სივრცეს სპა ცენტრი შეემატება. სასტუმროში ცალკე შემობა საკონფერენციო დარბაზისთვის, რესტორნისთვის, მისაღებისთვის და სამზარეულოსთვისაა გამოყოფილი,“ – განმარტა მურაჩაშვილმა.

სასტუმროს მენეჯერის განცხადებით, ეს კომპანიისთვის ინდოეთის ფარგლებს გარეთ განხორციელებული პირველი

ინვესტიციაა.


bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.