ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ანაკლიაში საერთაშორისო აეროპორტი აშენდება
03 ივნისი, 2017

კომპანია "ანაკლია სითის" აღმასრულებელი დირექტორის ქეთი ბოჭორიშვილის აზრით, ქალაქ ანაკლიის პროექტის წარმატებული განხორციელებისთვის ინვესტორს სახელმწიფოსთან ურთიერთობა მუდმივად ექნება. 

როგორც "ანალიტიკას“ ქეთი ბოჭორიშვილმა განუცხადა, მსგავსი მასშტაბური პროექტები, როგორც წესი, ძირითადად სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდება, მაგრამ ამ შემთხვევაში პროექტის ინიციატორი კერძო სექტორია. 

"იცით, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლები "თიბისი ჯგუფი“ და "კონტი ჯგუფია" ანუ ანაკლიის პროექტს კერძო სექტორი უძღვება, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დააჩქარებს ამ პროექტის სისრულეში მოყვანას. მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობა, რადგან გადაკვეთა არაერთგზის იქნება - იგივე საჯარო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის კუთხით. ამ ტერიტორიაზე უნდა იყოს არამარტო გზები, არამედ რკინიგზა და სხვა დამატებითი ინფრასტუქტურა, რომელიც მათ შორის პორტის და ქალაქის მშენებლობისთვის იქნება საჭირო", - განაცხადა ბოჭორიშვილმა. 

მისივე ინფორმაციით, რკინიგზის ხაზის გაყვანის გარდა, ანაკლიაში აეროპორტიც აშენდება. 

"ანაკლიაში აეროპორტი შედარებით მოგვიანებით აშენდება, მაგრამ ეს იქნება საერთაშორისო აეროპორტი", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.