ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ანაკლიის პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები დაიწყო - გაიგეთ რა პერსექტივა აქვს საქართველოს
18 სექტემბერი, 2018

საქართველოში უპრეცენდენტო პროექტ განხორციელდება - ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო სამუშაოები დაიწყო.

საზღვაო საუშაოებს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი „ათენა“ ახორციელებს, რომლის გამოყენებით, ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე ფსკერი დაღრმავდება; იგეგმება ზღვიდან 5 მლნ კუბურ მეტრამდე ქვიშის ამოღება (რეკლამაცია) და ნაპირზე განთავსება. საზღვაო მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული, მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი საზღვაო-ინფრასტრუქტურული კომპანია Van Oord-ი ჩაატარებს.

„ანაკლია ჩვენთვის ძალიან სერიოზული პროექტია, რომელიც პასუხობს საქართველოს ეკონოიკის ზრდის ორ მნიშვნელოვან გამოწვევას. პირველი გამოწვევა, ეს არის საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენება და ჩვენი ქვეყნის ლოგისტიკურ დერეფნად ჩამოყალიბება. ჯერჯერობით ეს ხდება არასაკმარისად და ვითარდება არადამაკმაყოფილებელი ტემპებით. ანაკლიის პროექტი შეიტანს მნიშვნელოვან შენატანს საქართველოს კონკურენტუნარიანობის გაზრდაში... მეორე  - ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ჩამოვაყალიბოთ, როგორც საზღვაო ქვეყანა... ეს ორი გამოწვევა არის ძალიან მნიშვენლოვანი საქართველოსთვის და გვჯერა, რომ ანაკლია და ეს დიდი პროექტი დიდ წვლილს შეიტანს ამ ორი გამოწვევის გადაწყვეტაში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზღვაო სამუშაოები დაწყების დეტალებზე განაცხადა. აღნიშნა, რომ დაიწყო უპრეცედენტო მასშტაბის საზღვაო სამუშაოები ანაკლიის პორტში, რომელიც, I ფაზაში, 1 მილიონი კონტეინერის სიმძლავრის იქნება.

პირველ ფაზაში, ანაკლიის ოპრტი 1500 ადამიანი დაასაქმებს პირდაპირ და რამოდენიმე ათას ადამიანს - ირიბად.

"უახლოეს ორ წელიწადში, ჩაიდება დაახლოებით 600 მლნ აშშ დოლარი და დაფინასნების საკითხი მიყვანილია ბოლომდე. ეს იქნება სერიოზული განაცხადი იმ მარშუტისა, რომელსაც ჰქვია ერთი სარტყელი - ერთი გზა - აბრეშუმის გზა - რომელიც გზას გაუხსნის ცენტრალური აზიის ტვირთებს ევროპისკენ და პირიქით. ეს არის ურპეცედენტო მასშტაბის პროექტი რეგიონში, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორები მონაწილეობენ. წლების განმავლობაში, ქართველო და უცხოელი ეკონომისტების დათვლით, ანაკლიის პროექტის მთლიანად განვითარებამ ქვეყანაში 60 მილიარდის კონტრიბუცია უნდა შექმნას“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დამაღრმავებელ გემ “ათენასთან“ ერთად, ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე მობილიზებულია რეკლამაციის მასშტაბური სამუშაოებისთვის მოდერნიზებული მძიმე ტექნიკა და სადრენაჟო სისტემა. ტერიტორიაზე დამონტაჟებულია 2.5 კმ სიგრძის, წყალზე მოტივტივე მილები; ასევე, ვერტიკალური დრენაჟები, რომელთა ჯამური სიგრძე 3,500  კმ-ს უტოლდება. აშენებულია 10 კმ-ის სიგრძის დამბა ზღვიდან ამოღბული დიდი რაოდენობით ქვიშის დასაკავებლად და 2,5 კმ-ის სიგრძის სამელიორაციო არხი. 110 ჰა ფართობის ტერიტორია სრულად გასუფთავებულია და მომზადებულია 5 მლნ კუბური მეტრის ქვიშის განსათავსებლად. დამონტაჟებულია წყლის მარეგულირებელი სისტემა. 110 ჰა ფართობის ტერიტორიაზე მოხსნილი და დასაწყობებულია მიწის ნაყოფიერი (ჰუმუსოვანი) ფენა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში ადრეული სახმელეთო სამუშაოებით დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმება.

მთლიანობაში, ანაკლიის პორტის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, მოხდება:

ფსკერის დაღრმავება და ზღვიდან 15 მლნ კუბურ მეტრამდე ქვიშის ამოღება და ნაპირზე განთავსება.

საზღვაო აკვატორიის 16 მეტრამდე დაღრმავება.

1.6 კმ-იანი ტალღმტეხის აშენება, რომლის გამაგრებაც ზღვაში 1.3 მილიონი ტონა ქვის გამოყენებით მოხდება.

625-მეტრის სიგრძის, 3-გემმისადგომიანი, მრავალფუნქციური ტერმინალის მშენებლობა, რომლის ფარგლებში 110 ჰექტარზე იგეგმება ბეტონის საფარის მოწყობა; დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობა.

ანაკლიის პორტის პირველი ფაზისთვის ამუშვებისთვის, აშენდება ინფრასტრუქტურა, რომელიც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, მიიღოს 10,000-კონტეინერიანი (TEU) პანამაქსის და პოსტპანამაქსის ტიპის გემები, რომელთაც დღესდღეობით საქართველოში არსებული სხვა პორტები ვერ ემსახურება. 2021 წლისთვის ანაკლიის პორტის 1 მილიონამდე TEU კონტეინერის და 1.5 მილიონი ტონა მშრალი ნაყარი ტვირთის გატარებას შეძლებს. 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა სულ 9 ფაზად არის დაგეგმილი. პროექტის ჯამური ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 

ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოებს ჰოლანდიური საზღვაო ინფრასტრუქტურული კომპანია Van Oord-ი განახორციელებს. კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე საზღვაო და ჰიდრო-საინჟინრო მიმართულებით პროექტების დაგეგმარებასა და შესრულებაზე მუშაობს. მის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა: დუბაის „პალმების კუნძული“, როტერდამის პორტის გაფართოება, სუეცის მეორე არხის აშენება, უდიდესი მილსადენებისა და სხვადასხვა საზღვაო ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა. კომპანია Van Oord-მა ასევე განახორციელა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წინასამშენებლო კვლევითი სამუშოები.

მშენებლობისა და ოპერირების I ფაზის განმავლობაში:

იქნება ყველაზე თანამედროვე პორტი რეგიონში და შავი ზღვის აუზში

მიიღებს შავი ზღვის აუზში მცურავ პანამაქსის და პოსტ-პანამაქსის ტიპის, 10 000-TEU (კონტეინერიან) გემებს, რომელთა მიღებაც  დღეს საქართველოს არც ერთ პორტს არ შეუძლია. შავი ზღვის აუზში მცურავი გემების 75% დღეს საქართველოს პორტებში ვერ შემოდის.

შეძლებს გაატაროს 1 მილიონი კონტეინერი

მიიღებს 1.5 მილიონ ტონა მშრალ ნაყარ ტვირთს

საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, გახდეს რეგიონული ეკონომიკური და სატრანსპორტო ჰაბი

ქვეყნის მშპ-ში შეიტანს 1.2% დან 1.5%-მდე კონტრიბუციას

ოპერირების I ფაზის განმავლობაში ქვეყნისთვის შექმნის $500 მილიონის დამატებით ეკონომიკურ ღირებულებას. ეს ციფრი პირველი 10 წლის განმავლობაში შეადგენს $1 მილიარდ, ხოლო მთლიანობაში - $60 მილიარდს

პირველი ფაზის ინვესტიცია შეადგენს $600 მილიონს, ხოლო პროექტის მთლიანი ინვესტიცია შეადგენს $2.5 მილიარდს

პირველი ფაზის განმავლობაში, დაასაქმებს 1500 ადამიანს

განახორციელებს $2 მილიონი ღირებულების სოციალური პროექტების მხარდაჭერას

ანაკლიისთვის ააშენებს საბავშვო ბაღს, სამედიცინო ცენტრს, სპორტულ მოედნებს

განახორციელებს უწყვეტ ოპერირებას წლის განმავლობაში

ტერმინალები მოიცავს 80 ჰექტარის ფართობს

ექნება

უახლესი და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა

1500 მეტრის სიგრძის წყალმტეხი

875 მეტრის სიგრძის გემმისადგომი

16 მეტრის სიღრმე

 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.