ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ანაკლიის ნავსადგური ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია“
27 თებერვალი, 2018

ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია. 

„დარწმუნებული ვარ ეს პორტი მოგვცემს საშუალებას, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი რამდენჯერმე გავზარდოთ. ღრმაწლოვანი ნავსადგური თავისი მნიშვნელობითა და მასშტაბით ქვეყნისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ პროექტია, რომელიც საქართველოს დააბრუნებს ისტორიულ აბრეშუმის გზაზე“.

პროექტი სულ 9 ფაზისგან შედგება და 100 მილიონი ტონის ტვირთბრუნვაზეა გათვლილი. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 2,5 მილიარდი დოლარია.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.