ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ანაკლიის პორტის მშენებლობა ახალ ფაზაში გადადის - საზღვაო სამუშაოები იწყება
14 სექტემბერი, 2018

ანაკლიის პორტის მშენებლობა ახალ ფაზაში გადადის და 16 სექტემბერს მასშტაბური საზღვაო სამუშაოები იწყება. ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტის პარტნიორი, კონსტანცას პორტის დელეგაცია ანაკლიას ეწვია.

კონსტანცას მენეჯმენტმა და პორტის უმსხვილესი ტერმინალ ოპერატორმა დაათვალიერეს და შეაფასეს მიმდინარე სამუშაოები.

„ანაკლიის პორტი კონსტანცას პორტის მთავარი პარტნიორი და მეგობარია. ბედნიერები ვართ, რომ აქ ვიმყოფებით და ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის მოწმენი ვართ. მიმაჩნია, რომ ანაკლიის პორტს დიდი მომავალი და განსაკუთრებული ფუნქცია ექნება შავ ზღვაზე. ის უნდა იქცეს უმოკლეს გზად აზიასა და ევროპას შორის. კონსტანცასა და ანაკლიის პორტები მომავალში ერთ მისიას მოემსახურებიან და ანაკლიის პორტის განვითარება ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სასიხარულოა,“ - განაცხადა კონსტანცას პორტის გენერალურმა დირექტორმნა ნიკოლაი დან ტვილიკმა.

 „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებთან ერთად კონსტანცას პორტის დელეგაცია დაესწრება ბათუმში 12-14 სექტემბერს გამართულ საზღვაო საერთაშორისო ფორუმს. კონსტანცას პორტი შავი ზღვის აუზის სანაპიროს ერთ-ერთი უმსხვილესი პორტია, რომელიც შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე, რუმინეთში, 4,000 ჰექტარზეა განლაგებული და წელიწადში 100 მილიონი ტონა ტვირთის გამტარუნარიოანობა აქვს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.